BitCamp - ის პროგრამები
გაეცანით BitCamp - ის სასწავლო პროგრამებს 🔥✊
BitCamp - ის სასწავლო პროგრამები მოიცავს 2 სასწავლო პაკეტს:
- საერთო სამენტორო მომსახურება :
- კვირაში 3-ჯერ 1 საათით სამენტორო სესიაზე დასწრების შესაძლებლობა სხვა სტუდენტებთან ერთად, კითხვების დასმის შესაძლებლობა მენტორთან(ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 21:00-22:00 საათებში).
- წვდომა პრაქტიკული სემინარების ჩანაწერებზე.
- გუნდურ / კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის მიღება.
- Live Coding ინტერვიუებზე გასვლა - რაც არის ნამდვილი გასაუბრების იმიტაცია.
- პირადი მენტორის აყვანა - პირადი ხელმძღვანელი მენტორის აყვანა:
- პირადი მენტორის არჩევა, სტუდენტი თავად აირჩევს პირად მენტორს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზების მიხედვით. მენტორი ყოველდღიურად იქნება კონტაქტზე სტუდენტთან, შეუმოწმებს დავალებებს, აუხსნის სტუდენტისთვის გაუგებარ საკითხებს და ყველანაირად დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.
- წვდომა პრაქტიკული სემინარების ჩანაწერებზე.
- გუნდურ / კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის მიღება.
- Live Coding ინტერვიუებზე გასვლა - რაც არის ნამდვილი გასაუბრების იმიტაცია.
სტუდენტებს სწავლის დაწყება შეუძლიათ ნებისმიერ პაკეტით. პაკეტის შეცვლა შესაძლებელია სწავლის მიმდინარეობის პროცესშიც, ნებისმიერ დროს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ!
სწავლის პროცესი არ არის ჯგუფური, ის ინდივიდუალურია და შესაბამისად სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტუდენტის ტემპზე.
გაეცანით დამატებით ინფოს ამ თემაზე.
უნივერსალური პროგრამები
BitCamp - ის უნივერსალური პროგრამა არის რესურსი მათთვის ვისაც პროგრამირების და ტექნოლოგიების სფეროში სურს პირველი ნაბიჯების გადადგმა.
Front-End
BitCamp - ის Front-End პროგრამები განკუთვნილია მათთვის ვინც 0 - იდან იწყებს სწავლას და სურს გახდეს დამწყები Front-End დეველოპერი.
Back-End
BitCamp - ის Back-End პროგრამები განკუთვნილია მათთვის ვინც 0 - იდან იწყებს სწავლას და სურს გახდეს დამწყები Back-End დეველოპერი.
Full-Stack
🚀 BitCamp PRO
სუპერ ინტენსიური სასწავლო პროგრამა მხოლოდ მათთვის ვინც მზად არის მთელი დრო და ენერგია დაუთმოს სწავლას.
-
Full-Stack ტექნოლოგიების სრული სპექტრი: Python, JavaScript, HTML, CSS, React, Vue, Django, Flask, FastAPI.
-
რეალურ პროექტში მუშაობის შესაძლებლობა.
-
საკუთარი სტარტაპის წამოწყების შესაძლებლობა.