Front-End Vue

ისწავლე ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი Front-End ტექნოლოგია!


25 სექტემბრიდან Bitcamp გთავაზობთ Vue.js-ის სასწავლო პროგრამას. თუ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა ვებისა და პროგრამირების საფუძვლებში, ეს პროგრამა დაგეხმარებათ, გამოიყენოთ თქვენი უნარები Javascript-ის სწორედ ამ - სიმარტივითა და მოქნილობით გამორჩეულ ბიბლიოთეკაში.

როგორი იქნება სასწავლო პროცესი?


Vue.js-ის შემსწავლელი პროგრამა, როგორც Bitcamp-ის სხვა პროგრამები, მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და სამენტორო სერვისს. კვირაში ჩატარდება 2 თეორიული ლექცია დღის საათებში, ხოლო საღამოს საათებში - სემინარები. პროგრამის განმავლობაში მუდმივად იმუშავებთ პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე, ისევე, როგორც დამატებით პროექტზე. შეგეძლებათ, ისარგებლოთ სამენტორო მომსახურებით - აირჩევთ პირად მენტორს, რომელთანაც კომუნიკაცია დაგეხმარებათ, სწორად შეასრულოთ პრაქტიკული დავალებები, შეთანხმებულ დროს გაიაროთ კონსულტაცია საკუთარი პროგრესის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. მენტორი თქვენივე საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენთან ინდივიდუალურად იმუშავებს.

ცოტა რამ Vue.js-ზე:


Vue.js, რომელსაც ჩვეულებრივ Vue-ს უწოდებენ, JavaScript-ის ბიბლიოთეკაა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ინტერფეისების და ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. ეს, საკმაოდ “ახალგაზრდა” ფრონტ-ენდ ბიბლიოთეკა პირველად მხოლოდ 9 წლის წინ - 2014 წელს გამოჩნდა და ვებ დეველოპმენტის სამყაროში პოპულარობა მისი სიმარტივის, მოქნილობისა და ძლიერი მახასიათებლების გამო მოიპოვა.

არსებითად, Vue.js პროგრესული ბიბლიოთეკაა - ის ნებისმიერი ზომის პროექტების დეველოპმენტისთვის გამოიყენება - Vue.js შესაფერისია როგორც მცირე, ერთგვერდიანი აპლიკაციებისთვის ასაწყობად, ასევე დიდი, რთული პროექტებისთვის. Vue.js მიჰყვება კომპონენტებზე დაფუძნებულ არქიტექტურას, სადაც მომხმარებლის ინტერფეისი იყოფა მრავალჯერად გამოყენებად კომპონენტებად, რაც კოდის განვითარებასა და შენარჩუნებას უფრო მართვადს ხდის.

სასწავლო პროგრამის აღწერა:


პირველი ეტაპი: Vue.js-ის საფუძვლები

სასწავლო პროგრამა დაიწყება Vue.js-ის 0-დან შესწავლით - პირველი თვის განმავლობაში ჩატარდება ლექციები და სემინარები ბიბლიოთეკის საფუძვლებზე. პირველი ეტაპი მოიცავს შესავალს, data binding პრაქტიკებს, დირექტივებს, სტილებს, სიცოცხლის ციკლებს, კომპონენტებს, prop-ებს, event-ებს და სხვა.

გთავაზობთ ყოვლისმომცველი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მოცემას, პირადი მენტორი კი დაგეხმარებათ, თქვენი Vue-სთან პირველი შეხება მაქსიმალური პირველადი გამოცდილების მომცემი გახდეს. ამ ეტაპის დაწყებისთანავე დაიწყებთ ნასწავლთან შესაბამისი პრაქტიკული დავალებების შესრულებას, რომელიც Vue.js-სთან “დაგამეგობრებთ”.


მეორე ეტაპი: ცოდნის გამყარება Vue.js-ში

მეორე თვის განმავლობაში, Vue.js-ის ცოდნას უკვე ახალ ეტაპზე აიყვანთ. საფუძვლებს დაემატება უფრო რთული და დახვეწილი პრაქტიკების შესწავლა, Vue.js-სთან მუშაობისთვის მეტი უნარის ჩამოყალიბებისა და გამყარებისთვის. ამ ეტაპზე შეისწავლით Slot-ებს, დინამიურ კომპონენტებს, Vue Router-ს, Vuex State Management-ს, Composition API-ს, ფორმებთან მუშაობას და ბევრ სხვა, რეალური front-end აპლიკაციებისთვის მნიშვნელოვან და აუცილებელ კონცეფციებს. პროექტებშიც და პირად მენტორთან მუშაობის დროსაც სწორედ ამ კონცეფციებზე ვკონცენტრირდებით.


მესამე ეტაპი: Vue.js-ის დაუფლება

მესამე და ბოლო თვის განმავლობაში ვკონცენტრირდებით როგორც უკვე ნასწავლის გამოყენებაზე, ასევე უფრო ფართო თემების დამატებაზე, როგორიცაა ტესტირება, Vue.js-ის TypeScript-თან ინტეგრირება, პერფორმანსის ოპტიმიზაცია, CSS ბიბლიოთეკების გამოყენება Vue.js-ის აპლიკაციაში, ანიმაციები და ტრანზიციები და საუკეთესო პრაქტიკები. ამ დროისთვის თქვენ გექნებათ Vue.js-ში ყოვლისმომცველი ცოდნა და შეძლებთ, დაგროვილი უნარების სინთეზი გამოიყენოთ, და აღჭურვილი იქნებით ინფორმაციით ყველა იმ პრაქტიკაზე და კონცეფციაზე, რაც სრულყოფილი Vue.js აპლიკაციების ასაწყობად გამოიყენება.


Extra:

პროგრამის დავალებების ერთი ხაზი მაქსიმალურად მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენ თავად სცადოთ ის, რაც თეორიულად ისწავლეთ - იყოთ შემოქმედებითები, მოიფიქროთ იდეა, როგორ დანერგავთ ამ ცოდნას კონკრეტული აპლიკაციის შექმნით, როგორ განავითარებთ ამ აპლიკაციას დროთა განმავლობაში - რას ამოიღებთ, რას დაამატებთ, რას გადააწყობთ, და როგორ გააუმჯობესებთ კოდს. პროგრამის განმავლობაში კი ჩაინიშნება დამატებითი შეხვედრა თქვენი პირადი პროექტების განსახილველად.


მუდმივად განვითარებადი ვებ-დეველოპმენტის სფეროში ფეხის აწყობა პროგრამირების შესწავლის გზაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი Vue.js სასწავლო პროგრამა Bitcamp-ში შექმნილია იმისთვის, რომ ამ მოგზაურობაში რაც შეიძლება, მეტი ცოდნა შეგძინოთ. Vue.js-ის პროგრამის რსის განმავლობაში აღმოაჩენთ, თუ როგორი მარტივი და სასიამოვნოა პროგრამირების პროცესი, შემდეგ კი - შედეგი. ჩვენი მენტორების ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ მიიღებთ თეორიულ ცოდნას Vue.js-ში, არამედ შექმნით ძლიერ საფუძველს დინამიური და რესპონსიული ვებ აპლიკაციების შექმნაში. შემოგვიერთდით და დაიწყეთ ეს საინტერესო სასწავლო თავგადასავალი Vue.js-ის დეველოპმენტის სამყაროში!