PRO

სუპერ ინტერსიური 🚀


რა არის BitCamp PRO?

  • PRO - არის სუპერ ინტენსიური სასწავლო პროგრამა. მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს.
  • PRO - ში სწავლა არ არის მარტივი!
  • PRO - ში თუ მოდიხარ, ითვლება რომ არ უნდა გქონდეს ცალკე სამსახური და იდეაში ცხოვრება უნდა გადადო მხოლოდ ამ სასწავლო პროცესისთვის.
  • PRO - ში მენტორები გემსახურებიან დღეში 10 საათის განმავლობაში და შენც მინიმუმ 8 საათი უნდა გამოუყო სწავლასა და პროექტებზე მუშაობას.
  • PRO - ში გვაქვს დამატებით ფიზიკური შეხვედრები.
  • PRO - ს სტუდენტებს რეალურ startup პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.
  • PRO - ს სტუდენტებს ვეხმარებით დასაქმების ბაზრის დეტალურად შესწავლაში.
  • PRO - ში სწავლა გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე ჩვენი სხვა პროგრამები - 2000 ლარი / თვეში.
  • PRO - ს სტუდენტის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად გადალახოს ყველა დაბრკოლება რომ რაც შეიძლება ნაკლები დაუჯდეს სწავლა და სწრაფად ამოიღოს სწავლაში ჩადებული ინვესტიცია.
  • PRO - ს სტუდენტებს აქვთ ცხოვრება გარდა BitCamp - ისა და შემდეგ 2-3 წელი გადადებული აქვთ ბოლომდე პროფესიული ბრძოლისთვის.
  • PRO - ს სტუდენტები ზოგ თეორიულ ლექციებს და პრაქტიკულ სემინარებს ესწრებიან სხვა სტუდენტებთან ერთად. თუმცა მათ დამატებით აქვთ შეხვედრები PRO - ს ხელმძღვანელთან, ნიკა ნოზაძესთან და დაახლოებით სამმაგად მეტს სწავლობენ ერთდროულად ვიდრე ჩვეულებრივი პროგრამის სტუდენტი სწავლობს.

როგორი სასწავლო პროცესია BitCamp PRO - ში?

თუ მზად ხარ შენი მაქსიმუმი ჩადო სწავლაში, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.

PRO მოიცავს პროგრამირებისა და Full-Stack ვებ ტექნოლოგიების როგორც საფუძვლებს ასევე გაცილებით კომპლექსურ საკითხებსაც - დაწყებული ვების ისტორიიდან დამთავრებული მთლიანი პროექტის სერვერზე გამართვით.

რა დროებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?

Სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დლის 10:00 დან საღამოს 08:00 - მდე. ეს ის პერიოდია როდესაც მენტორები არიან ონლაინ და მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში.

ამ პერიოდში შეგიძლიათ განიხილოთ ნებისმიერი საკითხი ნებისმიერ მენტორთან, გარდა ამისა გეყოლებათ პირადი მენტორიც. Პირადი მენტორი დაგეხმარებათ ორგანიზებაში, დავალებების დროულად შესრულებაში, მასთან შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი მიზნები და გეგმები, დაგეხმარებათ შეადგინოთ თქვენზე მორგებული გეგმა წარმატების მისაღწევად.

საკუთარი პროექტების შექმნა

Სასწავლო პროცესის ეტაპაბზე სტუდენტები დაჯგუფდებიან პატარა გუნდებად და დაიწყებენ მუშაობას საკუთარ ბიზნეს იდეასა და შესაბამისი პროექტის/აპლიკაციის შექმნაზე.

გუნდი გაივლის პროექტის შესასრულებლად საჭირო ყველა ეტაპს: დაგეგმვა, მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, პროექტის ტესტირება.

ვაჩევენოთ სამყაროს რა შეგვიძლია 💪

საბოლოოდ სტუდენტების ყველა გუნდი შეიძენს domain - ს თავისი პროექტისთვის, დაიქირავებს სერვერულ ინფრასტქუქტურას, იმუშავებს ამ ინფრასტრუქტურის სწორად მწყობაზე და შემდეგ აპლიკაციის რეალურ გაშვებაზე.

Mock ინტერვიუები - გასაუბრებები

სწავლის პროცესში ჩატარდება გასაუბრებების სიმულაცია როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე, რომლის საშუალებითაც გაივლით სამსახურის დასაწყებად საჭირო ყველა ეტაპს და მზად იქნებით რეალური სამყაროსთვის.

რა ტექნოლოგიებს სწავლობენ PRO - ს სტუდენტები?

რა თქმა უნდა ეს პროგრამა გულისხმობს იმას რომ Full Stack დეველოპერობა გაქვთ გადაწყვეტილი.

შესაბამისად ვფარავთ როგორც Front-End - ის, ისე Back-End ტექნოლოგიების ფართო სპექტრს.

Back-End ტექნოლოგიები

თქვენი სურვილისამებრ შეგეძლებათ ისწავლოთ როგორც JavaScript და Node.js ასევე Python - იც. არჩევანი თქვენზეა. შემდეგ კი დაეუფლებით Back-End ფრეიმვორკებს, მონაცემთა ბაზებს და უამრავ სხვა ტექნოლოგიასა თუ იარაღს რომელიც საჭიროა Full-Stack დეველოპმენტისთვის.

Front-End ტექნოლოგიები

აქაც დიდი არჩევანი გაქვთ, მართალია JavaScript - ის, HTM - ისა და CSS - ის სწავლა აუცილებლად მოგიწევთ, თუმცა შემდეგ უკვე შეგეძლებათ არჩევანი გააკეოთ, ისწავლით Reacts - ს, Vue - ს, Angular - ს ან Svelte - ს.

დამატებით ტექნოლოგიები და იარაღები

PRO - ს სტუდენტებს საშუალება აქვთ შეეხონ ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, აქ ვეცდებით ჩამოვთვალოთ ამ ტექნოლოგიების მხოლოდ ნაწილი, თუმცა იცოდეთ რომ ნებისმიერი რამ შეგვიძლია გასწავლოთ ამ პროგრამის გარეთაც: TypeScript, Git/Github, Docker, CI/CD, Testing, TailwindCSS, Bootstrap, Python, Django, react, next.js, node.js და ა.შ. - თქვენ ოღონდ ისურვეთ და ჩვენი მენტორები ყველაფრის ათვისებაში დაგეხმარებიან.

PRO - ში გვაქვს 7 ეტაპიანი სასწავლო პროგრამას:

I ეტაპი - HTML,CSS (basics)

ამ ეტაპზე შეისწავლით ვებგვერდის სტრუქტურასა და მის გაფორმებას. Პარარელურად იწყებთ Python-ს.

II ეტაპი - HTML,CSS (advanced)

ამ ეტაპზე გააღრმავებთ პირველ ეტაპზე ნასწავლ ცოდნას, იმუშავებთ შედარებით რთულ პროექტებზე

III ეტაპი - JavaScript (basics)

ამ ეტაპზე უკვე ვიწყებთ ალგორითმებზე ვარჯიშს, მოგიწევთ ამოცანების გადაჭრა, რაც დაგეხმარებათ ლოგიკური აზროვნების განვითარებაში. Საბოლოოდ კი მზად იქნებით მაღალი დონის პროექტებზე სამუშაოდ.

IV ეტაპი - JavaScript (advanced)

და აი უკვე ამ ეტაპიდან ვიწყებთ პროექტებში ფუნქციონალის გამოყენებას. იმუშავებთ პროექტებზე JavaScript-ის გამოყენებით.

V ეტაპი - React

აქ უკვე საქმეში ჩაერთვება React, ვისწავლით მის საფუძვლებს, უპირატესობებს და მოგიწევთ პროექტების აწყობა მისი გამოყენებით.

VI ეტაპი - Node.js(იმ შემთხვევაში თუ Python არ გაგივლია ან დამატებით Node.js-ის სწავლაც გიდნა)

ამ ეტაპზე შეისწავლით რა არის სერვერი და backend ტექნოლოგიები. ეს ეტაპი მოიცავს მხოლოდ backend ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტებზე მუშაობას. ისწავლით API - ს შექმნას და ასევე დაწერთ console აპლიკაცებს.

VII - ეტაპი Full-stack პროექტები.

ამ ეტაპზე კი უკვე სრულყოფილებაში უნდა მოვიყვანოთ აქამდე ნასწავლი და შევქმნათ full-stack პროექტები.

Ყველა ეტაპზე მოხდება შესრულებული დავალებების შემოწმება და შესაბამისი კონსულტაციების გავლა სტუდენტებთან.

PRO - ში გვაქვს სუპერ მეგობრული გარემო, ამიტომ ხშირად ვაწყობთ სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებებს, გვაქვს ყოველკვირეული შეხვედრები, სადაც შეგვიძლია პირადად გავიცნოთ ერთმანეთი და სხვა სტუდენტები, ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე.