გიორგი თოლორაია

BitCamp Python-ის მენტორი


Image caption

გამარჯობა. მე ვარ გიორგი თოლორაია. Python - ის საერთო სამენტოროს მენტორი

სასწავლო პროცესი

  • პროგრამირებაში ადამიანი ისეთივე ინდივიდუალურია როგორც ცხოვრებასში, აქიდან გამომდინარე ყველას გირჩევთ არ უყუროთ სხვის ასე ვთქვათ მიღწევებს ჩემზე სწრაფად მიდის. ჩემზე წინაა. ვერ ვგებულობ. იქნებ ჩემი საქმე არც არის? - პირველ რიგში ასეთი აზრები უნდა მოვიშოროთ

  • სასწავლო პროცესი მთლიანად თქვენს ინდივიდუალურ მონდომებაზე და გამძლეობაზეა დამოკიდებული. მე კი იმისთვის ვარ რომ დაგეხმარო

  • რამეს ვერ გაიგებ? სწორედ იმ მომენტში როდესაც ვერ აკეთებ ან ვერ ხსნი გჭირდება ისეთი ადამიანი ვინც ეს უკვე გაიარა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას შეძლებს

  • შეეცადე არ გამოტოვო სამენტორო საათები, მიუხედავად იმისა რომ დადგენილი საათები გვაქვს, სასაუბროშიც შეგიძლიათ მოიწეროთ (დროს არ აქვს მნიშვნელობა) და ერთად გადავჭრათ პრობლემები

  • შენ ყველაფერი გამოგივა

⏰ საერთო სამენტორო გახსნილია

დღედრო
ორშაბათი22:00 - 00:00
ოთხშაბათი22:00 - 00:00
პარასკევი22:00 - 00:00

ჩემს შესახებ


სიმართლე გითხრათ პროგრამირებით 12 წლის ასაკში დავინტერესდი, უბრალოდ 2023 წლის მარტში დავიჭყე სწავლა. ალბათ ოთარ ზაკალაშვილს რომ არ წამოეწყო ეს შესანიშნავი პროექტი, დღესაც კიდევ ოცნებებში ვიქნებოდი. ახლა ვარ Full Stack Developer - ი. მყავს მეგობრები რომლებთან ერთად ვმუშაობ პროექტებზე. სიამაყით ვურჩევ ყველას აქ სწავლას რადგან ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია სადაც არ მოგატყუებენ.

ვსწავლობ Computer_hardware - ს, Logic gate - ს, დაბალიდონის პროგრამირების ენას Assembly language

ჩემი მიზანია and და not ლოგიკიდან მაღალი დონის პროგრამირების ენამდე გავერკვე ისე რომ შევძლო ჩემი იდეის განხორციელება

საკონტაქტო