Soft Skill-ები ტექნოლოგიებში

გიორგი ტარსაიძე

გიორგი ტარსაიძე

Soft Skill-ები ტექნოლოგიებში

ტექნოლოგიური მიღწევების მორევისა და ამ სფეროს დაუღალავი სწრაფვის ფონზე, ჩნდება გრძნობა, რომ მხოლოდ ტექნიკური უნარები დომინერებს ტექ ინდუსტრიაში. თუმცა, ამ საქმეს მაქსიმალურ სიღრმეს რომ ჩავწვდეთ აღმოვაჩენთ ეგრედ წოდებებულ “Soft” უნარებს, რომლებიც არა ნაკლებ გადამწყვეტია წარმატებისთვის, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი.

ხშირად დეველოპერები ფილმებსა და სერიალებში წარმოდგენილები არიან, როგორც ინტროვერტები, რომლებიც ღამეებს კომპიუტერთან ატარებენ და ჩაბნელებულ ოთახებში არ აქვთ კონტაქტი გარე სამყაროსთან. Ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითია, რამაც შეიძლება ამ სფეროზე წარმოდგენა შეგიცვალოთ.

არსებობს ორი ტიპის უნარების ნაკრები. ესენია Hard Skill-ები და Soft Skill-ები. Hard Skill-ებში მოიაზრება ზოგადად ყველა ტექნიკურ უნარი. ესენია მაგალითად, თუ რამდენად კარგად ვწერთ კოდს, ვაწყობთ რაიმე software-ს და ზოგადად რამდენად კარგი დეველოპერები ვართ. Soft Skill-ები მოიცავს ისეთ უნარებს, როგორიცაა: კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრობლემების გადაჭრა, ადაპტირება და სხვა. ეს ისეთი უნარებია, რომლებიც ასახავს თუ როგორ უდგებით არა ტექნიკურ ნაწილს, არამედ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად მუშაობენ ან იყენებ თქვენ მიერ შექმნილ პროდუქტს.

მოდით განვხილოთ, თუ როგორ მიდის სამსახურში კადრების მოძიების პროცესი.

CV გაგზავნა

  • თქვენ აგზავნით სივებს, სადაც დამსაქმებლისთვის უთითებთ თქვენს ტექნიკურ უნარებს, როგორც გავერვკიეთ, Hard Skill-ებს. თქვენს რეზიუმეს უყურებს ეგრედ წოდებული რეკრუტერი, რომელიც კომპანიისთვის საჭირო მოთხოვნებიდან გამომოდინარე არჩევს თქვენს რეზიუმეს.
  • ამ ეტაპზე კომპანია ჯერ კიდევ არ გიცნობთ როგორ ადამიანს. მათ არ იციან, თუ რამდენად ჰარმონიული მონაწილე იქნებით გუნდში.

გასაუბრება რეკრუტერთან.

  • როგორც წესი, პოზიტიური გამოხმაურების შემდეგ მოდის მეორე ეტაპი, ანუ გასაუბრება ადამიანთან ,რომელიც პასუხისმგებელია კადრებთან ურთიერთაზე. ძირითად შემთხვევებში აღნიშნული პიროვნება ამოწმებს, თუ რამდენად გაგაჩნიათ თავის წარმოჩენის, გამართულად საუბრის და კომუნიკაციის უნარები.
  • მოელოდეთ კითხვებს თქვენს წინა სამუშაო გამოცდილებაზე. ეცადეთ წარმოაჩინოთ, თუ როგორ უდგებოდით სხვადასხვა სიტუაციებს. აჩვენეთ, რომ კარგი გუნდური მოთამაშე ხართ.
  • აქვე დიდი ყურადღება ექცევა კომუნიკაციის უნარს, რომელზეც ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. თავში ის აზრი გქონდეთ, რომ თქვენი ფიქრების არტიკულაცია და გადმოცემა უნდა შეგეძლოთ მაქსიმალურად კარგად ნებისმიერ სიტუაციაში.

ტექნიკური გასაუბრება

  • მესამე ეტაპზე, ტექნიკურ გასაუბრებაზე, თქვენ უნდა წარმოაჩინოთ თქვენი Hard Skill-ები და ტექნიკური ცოდნა. თუმცა, გარდა ამისა ჯგუფური პრობლემის გადაჭრის პროცესში ასევე აკვირდებიან თქვენს გადმოცემის უნარსაც. პროგრამირება ჯგუფური მუშაობის პროცესია, სწორედ ამიტომაც კომპანიას სჭირდება ისეთი კადრი, რომელიც მაქსიმალურად იქნება შერწყმული გუნდთან და ეფექტურად გამოაჩენს თავის პრობლემების გადაჭრის უნარს.

დამეთანხმებით, რომ ადამიანთან, რომელსაც კომუნიკაციის უნარი უფრო განვითარებული აქვს, უშუალო კონტაქტი არის უფრო სასიამოვნო. მაგალითად მოდით განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია. გვაქვს კომპანია აღებული პროექტით და შესაბამისად ამ პროექტის დამკვეთი კლიენტით. ნებისმიერი კლიენტისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი კონტაქტი. ამიტომაც საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნის, გადმოსცემს მიმდინარე პროცესებს და კლიენტისგან მიღებულ რჩევებს წამოიღებს ტექნიკურ გუნდში. გვყავს ორი კანდიდატი დეველოპერი აღნიშნული მოვალეობისთვის. ერთ-ერთი მათგანი არც თუ ისეთი გამოცდილი დეველოპერია, სულ 2 წელია მუშაობს კომპანიაში, თუმცა შეასნიშნავად აქვს განვითარებული კომუნიკაციისა და ახსნის უნარები. მეორე მხრივ, გვყავს დეველოპერი, რომელიც 8 წლიანი გამოცდილებით ფლობს ბრწყინვალე ტექნიკურ უნარებს. მიუხედავად ამისა, მას არ ახასიათებს ზემოხსენებული თვისებები. თქვენი აზრით, ვის აიყვანენ დაპირებულ პოზიციაზე? გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის თუ ორგანიზაციისთვის, პრიორიტეტულია ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ბიზნესის პრობელემების გადაჭრა. თქვენც, როგორც დეველოპერი რეალურად ბიზნესის პრობლემებს წყვეტთ. ამიტომაც უპირატესობა ამ შემთხვევაში პირველ კანდიდატს მიენიჭებოდა. თქვენც, რაღაც მომენტში შეიძლება გაიზაროთ რომ კარიერულ კიბეზე წინსვლისვთის მხოლოდ ტექნიკურ ცოდნა საკმარისი არ იქნება. რაც უფრო მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე აიწევთ, სხვა უნარების პრიორიტეტულობა წამოიწევს წინ. ახლა კი, სანამ იმას გაიფიქრებთ, რომ “მე ახსნის უნარი არ მაქვს”-ო და მსგავსი აზრები გაგიელვებთ გონებაში, ნება მიბოძეთ დაგიმტკიცოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ უნარების განვითარება.

მაშ როგორ განვავითაროთ Soft Skill-ები?

კომუნიკაციის უნარის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ეფექტური გზა არის საჯარო გამოსვლები. ერთი შეხედვით საშიში სიტყვაა, თუმცა ყველაზე ეფექტური. პირველი გამოსვლა ყოველთვის რთულია. როდესაც ამდენი თვალი გიყურებთ და წინა ღამით თითქოს დაზეპირებული ტექსტი ნელ-ნელა ავიწყდება გონებას. მიუხედავად ამისა, რაც უფრო ბევრ გამოსვლას ჩაატარებთ, მით უფრო მალე გაიწაფებით და განავითარებთ ამ უნარს. სულაც არ არის აუცილებელი რომ დიდი აუდიტორიის წინაშე კითხულობდეთ ლექციას, სულ რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით რაღაცის ახსნა უკვე საკმარისია. გახსოვდეთ, რომ თქვენ მოგიწევთ თქვენი აზრებისა და შესრულებული სამუშაოს რეგულარული აღწერა, როდესაც რომელიმე პროექტზე დაიწყებთ მუშაობს. ამ აზრების დალაგება და გადმოცემა თუ არ შეგიძლიათ, გუნდშიც სუსტი მოთამაშე იქნებით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი დეველოპერი ხართ.

ზოგადად, კოდის წერა ადამიანთან საუბარს გავს. გამართული საუბრის დროს ჩვენ წინადადებებში მთავარ სათქმელს გადმოვცემთ, შემდეგ ამ ყველაფერს ვშლით უფრო პატარა დეტალებად და განშტოებებს ვაკეთებთ. აგრეთვეა პროგრამირებაც. ჩვენ ერთ დიდ პრობლემას ვიღებთ და ვშლით პატარ-პატრა ნაწილებად. შემდეგ თითო ნაწილს კიდევ უფრო პატარა პრობლემებად ვშლით და ქვემოდან ზემოთ ვიწყებთ მათ დამუშავებას.ზოგადადაც გამართული და ‘ლამაზი’ კოდის ავტორსაც , პარადოქსულად, უმეტეს შემთხვევაში კარგი კომუნიკაციის უნარები გააჩნია.

კიდევ ერთი, ერთი შეხედვით ბანალური გამოსავლი არის, რომ უბრალოდ ბევრჯერ აუხსნათ ვინმეს ნებისმიერი საკითხი. ყოველთვის, როდესაც რაიმე ახალს ისწავლით, ეცადეთ რომ იპოვოთ ადამიანი, რომელსაც აუხსნით თქვენს მიერ შესწავლილ საკითხებს. ეცადეთ მიიღოთ მაქსიმალური კრიტიკა მისგან, რამდენადაც არ უნდა აინტერესებდეს მას ესა თუ ის თემატიკა.

თუ პატარა და ან ძმა გყავთ, ეს კიდევ უფრო გიმარტივებთ საქმეს. ზოგადად ბავშვები ყოველდღიურად უამრავ შეკითხვას სვამენ. ეცადეთ ამ კითხვებზე ბანალური და მშრალი პასუხები არ გასცეთ, არამედ დეტალურად, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ მათ გაუგაბერი საკითხები.

არ გეშინოდეთ კრიტიკის. ყოველთვის ეცადეთ მიიღოთ მაქსიმალურ ფიდბექი შესრულებულ სამუშაოზე. ეცადეთ გამოიჩინოთ ინიციატივა პატარა პროექტებზე ლიდერის როლში. ბევრჯერ დაუშვებთ შეცდომებს, თუმცა, შეცდომები გვაძლიერებს, არც მათი გეშინოდეთ.

კიდევ ერთი, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი არის სმენის უნარი. არსებობს ტერმინი “აქტიური მოსმენა”. იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა რომ რამეს გიყვებათ, გულწრფელად უნდა ეცადოთ, რიმ დაგაინტერესოთ მისმა ნათქვამმა, დასვათ კითხვები და არ გააწყვეტინოთ შუა საუბრის დროს.

რომ შევაჯამოთ, Soft Skill-ები დიდ გამბედაობასა და კომფორტის ზონიდან გამოსვლას მოითხოვენ. თუმცა, ისინი არა მარტო კარიერულ ზრდაში, არამედ თავად ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან და უბრალოდ უფრო საინტერესო ადამიანად გაქცევენ. გადადგით პირველი ნაბიჯები და შედეგსაც მალე დაინახავთ!

დაინტერესდით? 🤔 გაიარეთ კონსულტაცია 🔥

თუ გსურთ თქვენმა შვილმა დაიწყოს პროგრამირების სწავლა, დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.