რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს პროგრამირება?

ნინი ნოზაძე

ნინი ნოზაძე

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს პროგრამირება?

ცხოვრება სავსეა უამრავი გამოწვევითა და სირთულით, მაგრამ დამეთანხმებით როდესაც საქმე საკუთარი შვილის მომავალს ეხება, ყველაზე მეტად აღელვებულები და ხშირ შემხთვევაში კრიტიკულებიც ვხდებით, ვუშვებთ უამრავ შეცდომას მათთან და მათ მომავალთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მათ მომავალ პროფესიას უკავშირდება. თითოეული მშობელი უნდა ეცადოს, რომ დააბალანსოს თავისი შვილის სურვილები და დაეხმაროს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურად მისი საუკეთესო მომავლის საწინდარი იქნება.

როდესაც მშობლების უმეტესობა კლასგარეშე აქტივობებზე ფიქრობს, ყოველთვის მოიაზრებენ: ცეკვას, ხელოვნებას, მუსიკას, ცურვას და სხვა ფიზიკურ აქტივობებს, რაც ნამდვილად არ არის ცუდი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვების განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გონებრივი აქტივობა, რაც პირდაპირკავშირშია პროგრამირებასთან.

უახლოეს ათწლეულებში, კითხვა თუ რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა პროგრამირება, ელვის სისწრაფით გავრცელდა მშობელთა გარკვეულ ჯგუფებსა და სასწავლო ორგანიზაციებში. ინტერესი კომპიუტერულ მეცნიერებასთან დაკავშირებით იმდენად გაიზარდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 2019 წლის მონაცემებით, უმაღლესი სკოლების 45% - მა მისი აქტიური სწავლება დაიწყო.

მაგრამ მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა სარგებლის მიღება შეუძლია ბავშვს პროგრამირების შესწავლით და რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს პროგრამირება?

  1. ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ პროგრამირებას შეუძლიათ გაიუმჯობესონ და განივითარონ მრავალი ასპექტი მათ საგანმანათლებლო/სასკოლო პროგრამაში, რაშიც მოიაზრება მათემატიკა, წერითი უნარი და კრეატიულობა. ასეთი ინტელექტუალური ვარჯიში ზრდის თავდაჯერებულობას სკოლასა თუ სხვა ყოევლდღიურ სიტუაციებში.

  2. კომპიუტერული მეცნიერება და პროგრამირება მხოლოდ კომპიუტერთან კავშირში როდია, ის ბავშვებს უნვითარებს ლოგიკური და კირიტიკული აზროვნების უნარს, რაც მათ ეხმარება მარტივად იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები.

  3. პროგრამირების შესწავლა ბავშვებს ეხმარებათ გაიუმჯობესონ წერითი და სასაუბრო უნარები ინგლისურ ენაშიც, რადგანაც პროგრამირებაში ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენაა.

  4. პროგრამირება, გარდა იმისა რომ მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებასა და კრეატიულობას, ასევე სახალისოცაა. როდესაც ბავშვები სხვადასხვა გამოწვევების გადალახვის შემდეგ, ხედავენ საკუთარ შედეგს, ეძლევათ მოტივაცია, რომ უფრო დიდ სირთულეებს შეეჭიდონ, რის შემდეგაც მათ ამაღლებული განწყობა ეუფლებათ.

  5. თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია კომპიუტერებთან, ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ რომ ვიღაცამ/ვიღაცებმა დაწერეს კოდი კომპიუტერებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება გადავჭრათ სხვადასხვა სახის პრობლემები. ეს ყოველივე კი ბავშვს ეხმარება წარმოიდგინოს ის უსაზღვრო შესაძლებლობები თუ როგორ შეეძლება ტექნოლოგიებსა და კოდირებას პრობლემების მოგვარება მომავალში.

  6. ბავშვები, რომლებიც ადრეულ ასაკში დაიწყებენ პროგრამირების შესწავლას, შეძლებენ მსოფლიოს შეცვლას უკეთესობისკენ. თუ თქვენი შვილი აქტიურად იმუშავებს კომპიუტერებთან, კომპიუტერულ ენებთან და რობოტებთან, ეს მას საშუალებას მისცემს სახე უცვალოს თითოეული ადამიანის ცხოვრებას ნათელი მომავლისკენ.

  7. ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლა გულისხმობს, რომ მათი უნარები სულ უფრო მოთხოვნადი იქნებს მომავლშიც, შესაბამისად ყველა მშობელი ცდილობს შვილების კარიერული გზა ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაგეგმოს.

პროგრამირება და კოდის წერა მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია, რადგანაც სწორედ ესაა ტექნოლოგიების სამყაროს მამოძრავებელი ნაწილი. ბავშვის ტვინი კი ყველაზე უნიკალური რამაა, შესაბამისად თქვენი შვილისთვის იმაზე ღირებულს ვერაფერს იზამთ ვიდრე უბიძგოთ და დაანახოთ რაოდენ პრიორიტეტული და მრავლისმომცველია ეს სფერო და რომ მისი შესწავლა გულისხმობს არა მხოლოდ მათ, არამედ მთელი მსოფლიოს ნათელ მომავალს.

დაინტერესდით? 🤔 გაიარეთ კონსულტაცია 🔥

თუ გსურთ თქვენმა შვილმა დაიწყოს პროგრამირების სწავლა, დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.