python როგორც ყველაზე მარტივი პროგრამირების ენა და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში

ნინი ნოზაძე

ნინი ნოზაძე

python როგორც ყველაზე მარტივი პროგრამირების ენა და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში

მზად ხარ აღმოაჩინო და შეისწავლო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა მსოფლიოში?

ამ სტატიაში მოგიყვებით Python-ის როგორც ყველაზე მარტივი პროგრამირების ენის შესახებ და გაგაცნობთ იმ მიზეზებს, თუ რატომ არის ის ასეთი მოთხოვნადი მსოფლიო დასაქმების ბაზარზე.

რა არის პითონი? პითონი არის მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელიც გამორჩეულია საკმაოდ მარტივი სინტაქსით. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც, უნივერსალური ენა, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ უამრავი განსხვავებული პროგრამა. სწორედ ამის გამო ის იდეალური არჩევანია დამწყებთათვის, რომლებიც პროგრამირების სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ.

რატომ არის პითონი ასე პოპულარული?

· პითონი მარტივი და ადვილად შესასწავლია. მისი სინტაქსი მარტივია, ბრძანებები დაფუძნებულია ინგლისურზე, კოდის განლაგება შედარებით მარტივია, რაც აადვილებს თითოეული ხაზის და მისი მიზნის გაგებას, მიუხედავად იმისა გამოცდილია თუ არა მომხმარებელი. ეს კი ნიშნავს, რომ პროექტების გაკეთება უფრო მალეა შესაძლებელი და პროგრესიც მოკლე დროში იქნება შესამჩნევი.

· პითონი მრავალმხრივია. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანი ხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიყენო ის, სამსახურში იქნება ეს თუ პირად პროექტებსა და დავალებებში. მაგალითად, მონაცემთა მეცნიერმა შეიძლება გამოიყენოს ვიზუალიზაციის შესაქმნელად, ხოლო ვებ-დეველოპერმა ვებ-საიტის შესაქმნელად.

· პითონი არ არის მხოლოდ პროგრამისტებისთვის და მონაცემთა მეცნიერებისთვის განკუთვნილი ენა. მისი საბაზისო დონეზე სწავლაც კი ახალ შესაძლებლობებს აძლევს ყველა პროფესიის ადამიანს, რომლებსაც სურთ გაიმარტივონ გარკვეული ამოცანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

· პითონი უმეტესად გამოიყენება ვებ და მობილური პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და მანქანათმცოდნეობაში (ML), მონაცემთა მანიპულაციისა და ანალიზის შესასრულებლად და მრავალი სხვა. შესაბამისად ბოლო წლებში პითონზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ის გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენა. TIOBE Computer Programming ინდექსზე, რომელიც ენების პოპულარობის მაჩვენებელია, Python-მა პირველი ადგილი დაიკავა 2022 წლის თებერვალში.

Python არის ადვილად შესასწავლი პროგრამირების ენა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შექმნათ უამრავი, განსხვავებული აპლიკაცია. ისეთი დიდი და ცნობილი კომპანიები როგორიცაა: NASA, Google, Spotify, Facebook, JP Morgan Chase, პითონს უამრავი დანიშნულებით იყენებენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულარობასა და ეფექტურობაზე. პითონის სწავლა ნიშნავს უკეთესი მომავლისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

დაინტერესდით? 🤔 გაიარეთ კონსულტაცია 🔥

თუ გსურთ პროგრამირების სწავლა, დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.