პროგრამირება - საუკეთესო გართობა და განათლება ბავშვებისთვის

ნინი ნოზაძე

ნინი ნოზაძე

პროგრამირება - საუკეთესო გართობა და განათლება ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის კოდირება რომ სახალისო გახდეს, აუცილებელია ვეძებოთ თუ რა არის მათთვის შთაგონების წყარო. ბავშვები ინსპირაციას ყველაფერში პოულობენ, შემდეგი ისტორია კი ამის შესანიშნავი მაგალითია. ჯერ კიდევ 2013 წელს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ითან დუგანის შესახებ, ბავშვის, რომელმაც 11 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი აპლიკაცია. მან კოდის წერა ისწავლა CodeAcademy-ში 3 თვიან კურსზე, რომელიც ყველა ასაკის მოსწავლეს HTML, CSS, JavaScript და სხვა პროგრამირების ენებს ასწავლიდა. მისი პირველი აპლიკაციის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დედამისს მსუყე შოპინგიდან დაბრუნებულს, მამამ არ უთხრა ერთი სასიამოვნო კომპლიმენტიც კი. სწორედ ამან შთააგონა ითანი შეექმნა აპი სახელწოდებით Lazy Husband, რომელიც იმეორებს წინასწარ ჩაწერილ კომპლიმენტებს. მას შემდეგ რაც ეს აპლიკაცია წარმატებული გახდა, ითანმა ასევე შექმნა აპლიკაციები სახელწოდებით Lazy Wife და Lazy Kid რომლებსაც მსგავსი დანიშნულება ჰქონდა. ამ ინოვაციურმა იდეამ და მისი მშობლების მხარდაჭერამ ითანი გახადა SXSW კონფერენციაზე ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი, რამაც ხელი შეუწყო მის ნათელ მომავალს, როგორც პროგრამისტს. საკმაოდ რთულია ბავშვის აღფრთოვანება კოდირებით, რადგან ამ აქტივობას სჭირდება მათი სრული ყურადღება დიდი ხნის მანძილზე, თუმცა ეს ნამდვილად არ არის შეუძლებელი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მიზეზი ამის დასადასტურებლად.

სათამაშოები, რომლებიც სახალისოს ხდის კოდირებას ბავშვებისთვის ეს კარგი გზაა თქვენი შვილის პროგრამირების სამყაროს ნელ-ნელა გასაცნობად. თუ თქვენი შვილი საკმარისად დიდია და აქვს ძალიან საბაზისო კომპიუტერული უნარები, სათამაშო დაგეხმარებათ კოდირების პროცესის ვიზუალიზაციაში და დაეხმარება თქვენს შვილს დაუყოვნებლივ დაინახოს შედეგები. მაგალითად, Sphero Mini Activity Kit-ს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ისწავლონ ბლოკზე დაფუძნებული კოდირება. ამ სათამაშოს გამოყენებამდე უნდა ჩამოტვირთოთ Sphero App, რომლის მეშვეობითაც თქვენი შვილი შეასრულებს პროგრამირების ძირითად ბრძანებებს რობოტის სამართავად. როდესაც თქვენი შვილი ასრულებს ბრძანებას, მაგალითად მოუხვიოს მარჯვნივ, რობოტი მიჰყვება მითითებებს. ასეთი სათამაშოები დაფუძნებულია მყისიერ კმაყოფილებაზე - როგორც კი თქვენი ბავშვები ისწავლიან კოდირების ახალ ბრძანებას, ისინი მაშინვე დაინახავენ მის მიერ ნასწავლის შედეგებს.

ეს სათამაშოები ნამდვილად დაეხმარება ბავშვებს კოდირების სწავლაში? სამართლიანი კითხვაა, იმის გათვალისწინებით რომ ისინი საკმაოდ ძვირია, მაგრამ ასეთი სათამაშოები ადვილად ასწავლის თქვენს შვილს კოდირებას, ის დაეხმარებათ საფუძვლების სწრაფად ათვისებაში. LiveScience-ის თანახმად, ასეთ სათამაშოებს აქვთ შემეცნებითი სარგებელი, აუმჯობესებენ ლოგიკურ აზროვნებას, გამძლეობას და სუსტ გონებას. თუ თქვენ ეძებთ ისეთ რაღაცას, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილებს ისწავლონ კოდირება სახალისო გზით, სათამაშოები შესანიშნავი საშუალებაა მათი ჩართვისთვის.

ჩართეთ კოდირების თამაშები თქვენს ყოველდღიურ აქტივობებში ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საქმიანობას, კოდირებას სჭირდება რეგულარული პრაქტიკა ოსტატობის მისაღწევად. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩართოთ რამდენიმე მოკლე სავარჯიშო თქვენი ბავშვის ყოველდღიურ განრიგში, რაც დაეხმარება უკვე შეძენილი უნარების პრაქტიკულად გამოყენებაში. კოდის წერასთან დაკავშირებული თამაშები, რომლებიც თქვენს შვილს უბიძგებს ისწავლოს თამაშით კოდირება, შესანიშნავი გზაა ბავშვებისთვის, რომ ამ პროფესიის შესწავლა უფრო გაუმარტივდეთ.

გამოიყენეთ მოთხრობები, რომ კოდირება სახალისო გახადოთ თუ გსურთ თქვენი ბავშვის ყოველდღიური კოდირების აქტივობების დივერსიფიკაცია, ამაში წიგნები დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელმძღვანელოებზე, არამედ უფრო მეტად საბავშვო წიგნებზე, რომლებიც ასწავლიან კოდირებას ამბის მოყოლის საშუალებით. ერთ-ერთი ასეთი წიგნია ლინდა ლუიკასის „Hello Ruby“. ეს არის ნახევარად ილუსტრირებული და ნახევარად აქტივობების წიგნი, რომელშიც თქვენი შვილი უნდა წავიდეს თავგადასავალში და დაასრულოს დავალებები, რომლებიც საჭიროა შემდეგ დონეზე გადასასვლელად. ამ წიგნში შესანიშნავია ის, რომ ის შეთავსებულია სპეციალურ აპლიკაციასთან. თუ თქვენი შვილის გონება ვეღარ კონცენტრირდება მოთხრობის შინაარსზე, მას უბრალოდ შეუძლია აპლიკაციაში აქტივობებით დაკავდეს, რომ დრო ფუჭად არ გაფლანგოს.

კოდირება არ უნდა იყოს მოსაწყენი აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს პროგრამირება რთული სახელმძღვანელოების ან ძვირადღირებული კოლეჯებში დასწრების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ თქვენს შვილს სახლშივე ასწავლოთ საბაზისო დონის პროგრამირება სათამაშოებისა და წიგნების გამოყენებით. თუმცა გახსოვდეთ, რომ გამეორება უმთავრესია. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი დაკავებულია ყოველდღიური კოდირების აქტივობებით, რაც დაეხმარებათ ცოდნის გამყარებაში. ყოველივე ამის შემდეგ კი უნარი კუნთს ჰგავს - რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მით უფრო ძლიერდება თქვენი უნარი.

დაინტერესდით? 🤔 გაიარეთ კონსულტაცია 🔥

თუ გსურთ თქვენმა შვილმა დაიწყოს პროგრამირების სწავლა, დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.