ცნობილი ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობდნენ კოდის წერას

ნინი ნოზაძე

ნინი ნოზაძე

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობდნენ კოდის წერას

პროგრამირება ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და მოთხოვნადი უნარია დღევანდელ სამყაროში. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აქტიურად სწავლობენ კოდის წერას იმ მიზნით, რომ გაზარდონ თავიანთი შანსები კარიერულ წინსვლაში. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული ადამიანები სწორედ პროგრამისტები არიან, რომელთაც კოდის წერა ბავშვობიდან დაიწყეს. ამ სტატიაში მოგიყვებით მსოფლიოს ტოპ 5 ყველაზე ცნობილი ადამიანის შესახებ, რომლებმაც კოდის წერა ადრეულ ასაკში დაიწყეს და შეცვალეს სამყარო ისე, როგორც დღეს ჩვენ მას ვხედავთ.

  1. ბილ გეითსი- ადამიანი რომელსაც უმეტესობა იცნობს, როგორც Microsoft-ის თანადამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიროვნება. ადრეულ ასაკში მან დიდი ინტერესი გამოიჩინა კომპიუტერებისა და პროგრამირების მიმართ.გეითსი და მისი მეგობრები უამრავ დროს ატარებდნენ კომპიუტერული ენების შესწავლაში, რის გამოც მას სკოლის მიტოვება მოუწია. დაუღალავი შრომის და ღამეების თენების შედეგად 1968 წელს ბილმა შექმნა პირველი პროგრამა, თამაში tic-tac-toe, რომელშიც მომხმარებლებს უნდა ეთამაშათ კომპიუტერის წინააღმდეგ, რა დროსაც ის სულ რაღაც 13 წლის იყო. უმაღლეს სკოლაში, პროგრამისტების გუნდთან ერთად მან შექმნა საგადასახადო სისტემა, რამაც მისი წარმატება კიდევ უფრო გაზარდა. ბავშვობიდან კოდის წერით შეოპყრობილმა ბილ გეითსმა, წამყვანი როლი ითამაშა კომპიუტერული მეცნიებების განვითარებასა და პროგრამირებაში.

  2. მარკ ცუკერბერგი- გამოჩენილი და ცნობილი ფიგურა, როგორც Facebook-ის თანადამფუძნებელი. მან კოდის წერა დამოუკიდებლად დაიწყო 8წლის ასაკში. ამ სფეროს დიდი ინტერესის გამო მამამისმა მისთვის გამოცდილი დეველოპერი დაიქირავა, რომელიც მარკს მენტორობას უწევდა. ცუკერბერგმა მალევე თავისით შექმნა პროგრამა “ZuckNet”, რომელიც თავდაპირველად საშუალებას აძლევდა სახლიდან კომუნიკაცია დაემყარებინა მამასთან ოფისში, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილებში. ჰარვარდში ჩაბარების შემდეგ ის უკვე ცნობილი იყო, როგორც სამაგალითო პროგრამისტი. მეორე კურსზე მან შექმნა პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ეხმარებოდა აერჩიათ სასურველი საგნები მათ ფაკულტეტზე დაყრდნობით. გარკვეული დროის შემდეგ, კიდევ შექმნა ახალი პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა აერჩიათ საუკეთესო გარეგნობის ადამიანი შემოთავაზებული ფოტოებიდან, ეს პროგრამა მალევე გაუქმდა თუმცა სწორედ აქედან დაიბადა იდეა Facebook-ის შექმნისა. ცუკერბერგის ისტორია, როგორც ბავშვი, რომელმაც პატარა ასაკიდან შექმნა უამრავი ღირებული რამ მთელი მსოფლიოსთვის, საკმაოდ შთამაგონებელი და მამოტივირებულია მომავალი თაობებისთვის.

  3. დენიელ ფაინბერგი- ანიმაციური სტუდიის Pixar-ის კინემატოგრაფი და განათების დირექტორი. ერთ-ერთი წარმატებული ქალი, რომელმაც ბავშვობიდან დიდი სიყვარულით შეისწავლა კოდის წერა და კომპიუტერები. სკოლაში მისი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაგზავნეს სპეციალურ საზაფხულო ბანაკში სადაც კოდის წერაზე იტენსიურად ავარჯიშებდნენ. როგორც ბავშვი პროგრამისტი მისი მძაფრი ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ კიდევ უფრო გაღვივდა, რამაც დიდი ბიძგი მისცა რომ სიღრმისეულად ესწავლა კოდირება. ჰარვარდში ჩაბარების შემდეგ მისი ინტერესის სფერო კომპიუტერულმა ანიმაციებმა მოიცვა და პირველად ის პიქსარის გუნდს 1997წელს შეუერთდა. დენიელი დღემდე წამყვანი ფიგურაა პიქსარის ვიზუალურ, ტექნიკურ და გრაფიკულ ნაწილში. თუმცა ამას გარდა ის აქტიურად უწევს მენტორშიფს გოგონებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კოდირების შესწავლით. მისი წარმატების ისტორია არაჩვეულებრივად ხსნის თუ რაოდენ პოტენციურები არიან ბავშვი პროგრამისტები და რამდენათ შეუძლია კოდირების უნარებს ფორმა უცვალოს მათ კარიერულ საზღვრებს.

  4. ჯეკ დორსი- ყველასთვის ცნობილი პლათფორმის Twitter-ის დამაარსებელი და ყოფილი აღმასრულებელ დირექტორი, რომლისთვისაც კოდირების შესწავლა შთაგონებული იყო რუკებისა და კომპიუტერების სიყვარულით. დორსის ისტორია იწყება 1984 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 8 წლის ჯეკს მშობლება საჩუქრად უყიდეს კომპიუტერი და მასში გარკვევის შემდეგ, მისი გონება მთლიანად კოდირებამ მოიცვა. კოდის წერაში იმდენად დიდ დროს ატარებდა, რომ მალევე მან პროგრამირებით დაიწყო რუკების შექმნა. 14 წლის ასაკში, როცა მისი ასაკის ბავშვების უმეტესობა დროს უთმობდა სპორტულ თუ სხვა ფიზიკურ აქტივობებს, დორსი მუშაობდა დისპეტჩერიზაციის მარშრუტზე.მოგვიანებით, ნიუ-იორკში, უნივერსიტეტში სწავლისას მას პირველად გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა Twitter. დორსის ისტორია ხაზს უსვამს კრეატიულ შესაძლებლობებს, რომლებიც იბადება ბავშვებში, როდესაც ცნობისმოყვარეობის არეალში უდიდეს ადგილს იკავებს კოდირების სფერო.

  5. ილონ მასკი- მეწარმე და ბიზნეს მაგნატი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში,რომელმაც დაარსა ელექტრონული გადახდის ფირმა PayPal და ჩამოაყალიბა SpaceX. Tesla.Inc-ის აღმასრულებელი დირექტორი და პროდუქტის არქიტექტორი. ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რის შექმნაშიც ილონს მიუძღვის წვლილი.მასკმა კოდირება დაიწყო 10 წლის ასაკში. 6 თვიანი კურსი მან დამოუკიდებლად ზუსტად 3 თვეში შეისწავლა და მალევე შექმნა თავისი პირველი თამაში "Blaster", რომელიც 2 წლის შემდეგ მიყიდა PC ჟურნალს 500 დოლარად. 24 წლის ასაკში მასკმა, თავის უმცროს ძმასთან ერთად დააარსა Zip2, ვებ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც დაეხმარებოდა ქალაქის ჟურნალ-გაზეთების ორგანიზაციებს ონლაინ სახელმძღვანელოების შემუშავებაში. ეს ყველაფერი კი საწყისი გახდა იმ ცვლილებების და სიახლეების, რომელიც ილონ მასკმა შემოგვთავაზა. პატარა ბიჭი კოდირების უსაზღვრო ინტერესით და მონდომებით დღეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში იკავებს ადგილს და ამავდროულად მსოფლიოს ყოველდღიურად სთავაზობს ინოვაციურ და კრეატიულ სიახლეებს.

კოდირების სამყარო უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. ყველა დროის საუკეთესოდ წარჩინებული პიროვნებები, რომლებმაც კოდის წერა ბავშვობის ასაკში დაიწყეს ამტკიცებენ, რომ ასაკი ბარიერი საერთოდოდ არ არის. ბილ გეითსით დაწყებული და ილონ მასკით დამთავრებული ეს ადამიანები არიან ის ინდივიდები, რომლებმაც კოდირება დაიწყეს საკმაოდ ადრეული ასაკში და მიაღწიეს წარმატების უმაღლეს მწვერვალებს. სწორი მითითებებითა და მხარდაჭერით თქვენი შვილები იქნებიან ის ახალი ტალღა, რომლებიც მსოფლიო ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში უდიდეს გადატრიალებას მოახდენენ. დაიმახსოვრეთ ასაკი მხოლოდ ციფრებია როდესაც საქმე კოდირებას ეხება, რაც უფრო ადრე იწყებ, მით უფრო მეტი შესაძლებლობები გეძლევა.

დაინტერესდით? 🤔 გაიარეთ კონსულტაცია 🔥

თუ გსურთ თქვენ ან თქვენმა შვილმა დაიწყოთ პროგრამირების სწავლა, დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.