ადამიანის ძალა, ტექნოლოგიები

ლაშა მეგრელიშვილი

ლაშა მეგრელიშვილი

ადამიანის ძალა, ტექნოლოგიები

ადამიანის ძალა, ტექნოლოგიები

როგორ მოახერხა კაცობრიობამ მიეღწია რამოდენიმე მილიარდისთვის მაშინ, როცა ერთი ცალკე აღებული ადამიანი აბსოლუტურად უძლური იქნებოდა ერთი-ერთზე თავისივე წონის ნებისმიერ მტაცებელ ცხოველთან! ადამიანის სახეობის წარმატება განაპირობა კოლაბორაციამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ხოლო მოგვიანებით თავისუფლების ხარჯზე ადამიანმა ტექნოლოგიები წარმოუდგენლად განავითარა. კოლაბორაცია ცხოველებსაც ახასიათებს, მაგალითად ნადირობის დროს. გამოქვაბულის ადამიანებიც იყენებდნენ მსგავს კოლაბორაციას როცა ერთად ნადირობდნენ გაცილებით დიდ ცხოველებზე თუმცა მაგ დროს ადამიანი უკვე იყენებდა ისეთ ტექნოლოგიას, როგორიც არის წვეტიანი და ბასრი, დანის მსგავსი ქვები, რომლებსაც უკვე თვითონ ამზადებდა. პრიმატებიც იყენებენ ჯოხებს! მაგრამ ჯოხი არის ის, რაც “ლანგარზე დევს”, რომელიც უბრალოდ უნდა აიღო და გამოიყენო, მაშინ როცა ადამინმა გაიაზრა, თავისი შრომა დაამატა და შექმნა პრიმიტიული იარაღები. მომდევნო საფეხური იყო მონადირეობა-შემგროვებლობიდან მკვიდრი ცხოვრების წესზე გადასვლა და ცივილიზაციის დაარსება, დაგვჭირდა კანონები იმისთვის, რომ დიდ ქალაქებში ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრება შეგვძლებოდა, კანონების აღსრულებას უზრუნველყოფდა სახელმწიფო, გაჩნდა სახელმწიფოებს და იმპერიებს შორის კონკურენცია, რასაც მოყვა სამოქალაქო და სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება, თუმცა ევროპელების მიერ თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენამდე კაცობრიობამ რაიმე განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ პროგრესს ვერ მიაღწია!

თანამედროვე მეცნიერება

ევროპამ თანამედროვე მეცნიერება შექმნა რწმენის და გახსნილობის ხარჯზე. რა თქმა უნდა რიგი ცალკეული ტექნოლოგიები და მნიშვნელოვანი მათემატიკური მიღწევები არსებობდა ძველ საბერძნეთშიც, აფრიკაშიც, არაბულ ქვეყნებშიც, ინდოეთშიც, ჩინეთშიც, რომის იმერიაშიც და ასე შემდეგ, თუმცა ეს არ იყო თანამედროვე მეცნიერება დაფუძნებული ბუნების უნივერსალურ კანონებზე.

პირველი ასეთი კანონი იყო გალილეო გალილეის სხეულების ვარდნის კანონი.

გალილეიმდე მრავალი საუკუნის განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ სხვადასხვა მასის სხეულები სვადასხვა სიჩქარით ვარდებიან, ანუ დედამიწა მძიმე სხეულებს უფრო მეტად იზიდავს. გალილეიმ ამაში ეჭვი შეიტანა და გააკეთა ფიქრის ეხსპერიმენტი. წარმოვიდგინოთ ორი ერთი და იგივე ზომის და ფორმის ბურთულა, პირველი მათგანი იყოს მასიური რკინა, მეორე მსუბუქი პლასტმასის და ჰაერით სავსე, ისინი ერთმანეთზე გადავაბათ ძაფით, მასიური რკინის შემოვდოთ სასწორის პინაზე და სასწორი ნელ-ნელა ჰაერში მაღლა ავწიოთ, ძაფის გაჭიმვამდე სასწორი გვიჩვენებს მხოლოდ რკინის ბურთულის წონას, როგორც კი თოკი გაიჭიმება, ანუ მეორე ბურთულა სასწორის პინიდან გადმოკიდული აღმოჩნდება, სასწორი აწონის ორივე ბურთულას და სასწორზე დავინახავთ ორივეს მასას შეკრებილს, ესე იგი ორივე ბურთულის მასა ერთად მუშაობს მაშინ, როცა ძაფი მათ შორის დაჭიმულია! ავდგეთ და ეს, ძაფით გადაბმული ბურთულები, ერთი და იგივე სიმაღლიდან ერთდროულად გადმოვყაროთ, რადგან ბურთულები სხვადასხვა სიჩქარით ვარდებიან რაღაც მომენტში მათ შორის ძაფი გაიჭიმება, სასწორისგან ვიცით, რომ ამ მომენტიდან ბურთულებმა უფრო მეტი სისწრაფით უნდა გააგრძელონ ვარდნა იმიტომ, რომ მათი წონა ერთად მუშაობს, ანუ მათი მასები გაერთიანდა და უფრო მძიმე სისტემა მივიღეთ, თუმცა პირიქით მოხდება-სისტემა უფრო ნაკლები სიჩქარით გააგრძელებს ვარდნას რადგანაც ჰაერით სავსე ბურთულა პარაშუტირებას გაუკეთებს უფრო მძიმე ბურთულას და შეანელებს მას იმიტომ, რომ თვითონ უფრო ნელა ვარდება, ანუ სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად უნდა ვარდებოდეს უფრო ნელა გააგრძელებს ვარდნას! ამ პარადოქსის გადაჭრა შესაძლებელია თუ ვიტყვით, რომ განსხვავებული მასის მიუხედავად სხეულები ერთნაირი სიჩქარით განიცდიან ვარდნას გრავიტაციულ ველში. გალილეის კანონი არის ბუნების-უნივერსალური, თანამედროვე მეცნიერების პირველი კანონი, რომლიდანაც ჩანს, რომ ბუნების კანონების აღმოსაჩენად არ არის საკმარისი უბრალოდ დაკვირვება, პირიქით დაკვირვება შეიძლება საწინააღმდეგო რაიმესაც კი გვაჩვენებდეს!

მაგრამ, რატომ შეძლო ევროპულმა ცივილიზაციამ ის, რაც მანამდე სხვა ცივილიზაციამ ვერ მოახერხა და როგორ გააკეთა მან ეს?

ეს მოხდა ევროპულ უნივერსიტეტებს შორის თან ინტელექტუალური კონკურენციის და თან კოლაბორაციის ხარჯზე. თავიდან მხოლოდ სამი დისციპლინა ისწავლებოდა ფოლოსოფია, ღვთისმეტყველება და სამართალი, დროთა გამავლობაში ვითარდებოდა მათემატიკა, პლანეტების მოძრაობის შესწავლა და სხვადასხვა დარგები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთვევაში რწმენას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა! ევროპაში ვიღაცეებმა(მაგათ დავარქვათ პოლიტიკოსები) დაიჯერეს, რომ არსებობდა ისეთი (ახალი) ცოდნაც, რომელიც უკვე არსებული ცოდნიდან არ გამომდინარეობდა და საუკუნეების მანძილზე აფინანსებდნენ მეძიებელ(მაგათ დავარქვათ მეცნიერები)-კონკრეტული დარგის მცოდნე ადამიანებს, რომლებსაც თავის მხრივ სჯეროდათ, რომ არსებობდა სხვა ცოდნა, რომელიც შეიძლება გამორიცხავდა კიდევაც მანამდე არსებულ ცოდნას, ამის მაგალითია გალილეო გალილეი. პოლიტიკოსები სხვადასხვა ხერხებით ახდენდნენ მეძიებლობის პოპულარიზაციასაც, შედეგად ზოგიერთები უბრალოდ თავისი ინიციატივით იკვლევდნენ ბუნებას და ხანდახან მის კანონებსაც აღმოაჩენდნენ ხოლმე. ზოგიერთი მეცნიერი მიანიშნებს, რომ კათოლიკური ეკლესია პირობებსაც კი უქმნიდა დატუსაღებულ მეძიებლებს, რომ მათ ნამდვილი კავშირი ეჩვენებინათ მიზეზს და შედეგს შორის, ანუ მეცნიერული მეთოდის გამოყენებით დაემტკიცებინათ თავიანთი ნათქვამი და როცა მეძიებელი ამას ვერ ახერხებდა მას კოცონზე წვავდნენ.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით!

კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის ხელყოფა, როგორც სასჯელის ფორმა!

ხშირად არც კი ვიაზრებთ კოლაბორაციის მნიშვნელობას! უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ მყისიერად გაქრეს ელექტრო ენერგია, ყველა ის საშუალება და ადამიანი, რომელიც მას აწარმოებს, ყველა ასანთი და მასგავსი ასანთები საშუალება და მათი წარმოება! წარმოიდგინეთ ეს მდგომარეობა მომდევნო ათი წლის მანძილზე! სისულელეა! ათი წელი ცდა არ მოგვიწევს, ადამიანები ეგრევე აღადგენენ წინანდელ მდგომარეობას კოალბორაციის ხარჯზე, თუმცა ერთი ცალკე აღებული ადამიანი აბსოლუტურად უძლური იქნებოდა ამ სიტოაციაში თანამედროვე ცხოვრების პირობების გარეშე, რაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა და შრომის ორგანიზების(კოლაბორაციის ფორმების) მუდმივმა განვითარებამ უზრუნველყო.