ჩემ შესახებ

ბოლო სამი წლის განმავლობაში, კომპიუტერული მეცნიერებები ჩემთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა. ძიების პროცესში, Front-End დეველოპმენტმა განსაკუთრებული აღტაცება და სიმპათია გამოიწვია ჩემში. როდესაც წერ კოდს და გაქვს შესაძლებლობა, ეს კოდი ლამაზ ვიზუალად გარდაქმნა, რაც მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებს , ეს საოცარია, არა?

დიზაინი ყოველთვის მიტაცებდა და Front-End მაძლევს საშუალებას, ჩემი ფანტაზია საიტად გარდავქმნა.

როგორც Front-End დეველოპერმა, საწყის ეტაპზე შევისწავლე HTML, CSS და JavaScript. შემდეგ CSS-ის ფრეიმვორკი Bootstrap, ასევე SASS/SCSS. პარალელურად ვსწავლობდი TypeScript-ს, რათა საშუალება მქონოდა JavaScript-ის ერთ-ერთ ძლიერ ფრეიმვორკს, Angular-ს დავუფლებოდი. ეს ყველაფერი მარტივი პროცესი არ ყოფილა. დიდ დროს, ენერგიასა და დისციპლინას მოითხოვდა.

"სწავლა,სწავლა და სწავლა..." - ერთხელ მაინც ყველას გაგვიგონია ეს ფრაზა. იგი ყველაზე მეტად პროგრამირებას შეესაბამება. რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ხვდები, რამდენად ცოტა იცი და კიდევ რამდენია სასწავლი. Მე კი ძალიან მიყვარს ცოდნის გაზიარება, რადგან ვთვლი, რომ სწავლების პროცესში ორივე მხარე "მოგებულია". სტუდენტი სიახლეებს  ეცნობა, ბევრ რამეს სწავლობს, ხოლო მე უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენ. ზოგადად, განათლება ფუნდამენტურია და ხელსაყრელია თითოეული ინდივიდის განვითარებისთვის. ლექტორი/მენტორი არა მხოლოდ ეხმარება სტუდენტს ისწავლოს ის, რაც მას სურ და სჭირდება, არამედ აღძრავს სიყვარულს სწავლის მიმართ და ირჩევს იმას, რისი გაკეთებაც მოგვიანებით სურს ცხოვრებაში.

ზუსტად ვიცი თუ რაოდენ რთული და შრომატევადია სწავლის პროცესი. ხშირად მქონია მოტივაციის ნაკლებობაც, მაგრამ დისციპლინის საშუალებით ეს დავძლიე.  ვიცი ამ ეტაპს ჩემ გარდა კიდევ ბევრი ადამიანი გადის და მე ყველანაირად ვეცდები მათ არა მხოლოდ ტექნიკურად დავეხმარო,არამედ ფსიქოლოგიურადაც.

მე მზად ვარ ერთად შევეჭიდოთ სირთულეებს და იქიდან უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.

კურსები

Angular - ის საფუძვლები

Angular - ის საფუძვლები

კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 2024 წლის აგვისტოში. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.

კომპეტენცია

  • HTML
  • CSS
  • SCSS / SASS
  • Bootstrap
  • JavaScript

  • TypeScript
  • Angular
  • Git / GitHub
  • SQL
  • Python

სტატიები

სტატიები ჯერ არ დამიწერია.

დაიწყე ნამდვილი კარიერა!

აირჩიე შენზე მორგებული სასწავლო სერვისი და დაიწყე ნამდვილი სასწავლო პროცესი.

ჩვენი კურსები
Web App Courses - Academy Webflow TemplateMarketing - Academy Webflow TemplateDevelopment Course - Academy Webflow TemplateMobile App Course - Academy Webflow Template