ისწავლე პროგრამირების საფუძვლებს Python - ის გამოყენებით.
თანამედროვე სამყაროში Python ძალიან მოთხოვნადი და ხშირად გამოყენებადი ენაა. მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპისა და სირთულის პრობლემების გადაწყვეტა.
ეს არის შესავალი კურსი პროგრამირებაში Python - ის გამოყენებით.
if
Statements;elif
, and else
;or
;and
;match
.
while
for
len
list
dict
try
else
pass
assert
pytest
open
with
PIL
raise
კურსში ნასწავლი მასალის გამოყენებით შექმნით თქვენს ფინალურ პროექტს, განიმტკიცებთ ცოდნას და გაიმდიდრებთ პორთფოლიოს.
სასერტიფიკატო ნაშრომი საშუალებას მოგცემთ თავი მოუკრათ კურსში მიღებულ ცოდნას და აიღოთ სერტიფიკატი.
"ბითქემფი 2020 წლის მაისში აღმოვაჩინე და ვთვლი რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა იყო, მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი და მცირე ცოდნა მქონდა დაგროვილი პროგრამირებაში თუმცა მეგონა რომ ბევრი ვიცოდი. ბითქემფის პლატფორმამ მომცა ის რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა განვითარებისთვის - სწორი roadmap და მეგობრული community, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს." ლექსომ დეველოპერულ კომპანია Omedia - ში დაიწყო მუშაობა.
"რომ არა ბითქემფი, ძალიან მეეჭვება, რომ როდესმე ამ პროფესიის შესწავლას სერიოზულად შევხედავდი, ძალიან კარგი გარემოა და სხვა ადამიანები სწავლისას ყოველთვის მაძლევდნენ ხოლმე მოტივაციას. ყველაფერი, რაც ვიცი, ვისწავლე ადამიანების უანგარო სურვილით, თავისი ცოდნა სხვებისთვის გადაეცათ და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ." ვახტანგმა დეველოპერულ კომპანია REDBERRY - ში დაიწყო მუშაობა
"ბითქემფში უმრავლესობა ნულიდან იწყებს და ყველა ერთმანეთს ეხმარება; ვინც უკვე ოდნავ მეტი ისწავლა, ცდილობს ახლა სხვებს დაეხმაროს და აუხსნას მასალა, თანაც ახსნით და სხვის კოდში ბაგის ძებნით, შენსავე ცოდნას იმყარებ, ამიტომ ეს პროცესი ორივე მხარისთვის გამოსადეგია." ანამ დეველოპერულ კომპანია scandiweb - ში დაიწყო მუშაობა.