ჩემ შესახებ

გამარჯობა! 👋

გამარჯობა, მე ვარ ლევანი - ვებ დეველოპერი. ჩემი დამოკიდებულება კოდის წერის მიმართ თავიდანვე ახლო იყო თუმცა სტუდენტობის პერიოდში არასწორად დანახულმა გარემოებებმა და სწავლების არასწორმა მეთოდმა გადამაფიქრებინა კოდის წერა და სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა ჩემი კარიერული განვითარება. ამ პერიოდიდან 7 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ჩნდება BitCamp და ამის შემდეგ იწყება ჩემი როგორც ვებ დეველოპერის კარიერული განვითარება. დღეს მე დაგროვილი მაქვს უდიდესი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და მიმუშავია არაერთ პროქტზე რომელსაც უკვე რამდენიმე ათასი ყოველდღიური მომხმარებელი ყავს. ამ პერიოდის განმავლობაში საფუძვლიანად დავეუფლე  React.js, Next.js, TypeScript, Node.js/Express.js, MongoDB/MySQL, CSS/Tailwind CSS/Styled Components, Framer Motion, Ant Design, Material UI, Chakra UI, Radix UI, shadcn/ui, Flex/Grid Layout, Firebase/AppWrite/Supabase, Git/Github, Postman, Figma Design/Adobe XD, Jira, AWS/Google Cloud/Azure/Render/Digital Ocean, Deployment on server, Cloudflare და SEO-ს ფუნდამენტურ პრინციპებს.


ჩემს შესახებ

როგორც აქამდე ვახსენე ჩემი დამოკიდებულება პროგრამირების მიმართ  ყოველთვის ახლო იყო თუმცა რიგი ფაქტორებიდან გამომდიანრე მაინც სხვა მიმართულებით განვითარდა ჩემი კარიერა და  7  წლის განმავლობაში ვმუშაობდი ერთ-ერთი ქართული სუპერმაკეთების ქსელში სხვადასხვა პოზიციებზე. ბოლო პერიოდში კი E-commerce მიმართლებით რამაც დიდი გამოცდილება მომიტანა თუმცა ყოველთვის ვხვდებოდი რომ ეს არ იყო რისი კეთებაც სიამოვნებას მანიჭებდა, ამ დროს გამოჩნდა ბითქემფიც და დაიწყო ჩემი როგორც ვებ დეველოპერის განვითარება.  

სამენტორო

მე როგორც ბითქემფის მენტორი გთავაზობთ სამენტორო სერვისს რომელიც გათვლილია სტუდენტებისთვის ვინც დარწმუნებულია რომ ამის კეთება უნდა არ ჩაიქნევს ხელს შუა გზაში, იქნება მოტივირებული სწავლის პროცესის მინდინარეობაში. ჩემი მხრიდან გთავაზობთ ჩემი ცოდნოსა და გამოცდილების გაზიარებას  რაც ამ პერიოდის განმავლობაში დავაგროვე. გასწავლით როგორ შეინარჩუნოთ მოტივაცია, როგორ იყოთ სტაბილურები, როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა ხელსაწყოები, როგორ მიიღოთ მუდვიმად განახლებული ინფორმაცია და რაც მთავარია როგორც წეროთ სუფთა, ოპტიმიზირებული და მარტივი კოდი.

ამ კურსის მიმდინარეობისას დავფარავთ სრულად Next.js - სა და სხვადასხვა UI ბიბლიოთეკებს. ასევე ბოლო კვირას გავივლით დამატებით სხვადასხვა თემებს რაც დაგვეხმარება პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში და გავაკეთებთ საბოლოო პროექტს რომელიც იქნება Full stack აპლიკაცია.  სილაბუსში შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა დეტალს.

კურსები

There are no courses available yet.

კომპეტენცია

  • Next.js
  • React

სტატიები

სტატიები ჯერ არ დამიწერია.

დაიწყე ნამდვილი კარიერა!

აირჩიე შენზე მორგებული სასწავლო სერვისი და დაიწყე ნამდვილი სასწავლო პროცესი.

ჩვენი კურსები
Web App Courses - Academy Webflow TemplateMarketing - Academy Webflow TemplateDevelopment Course - Academy Webflow TemplateMobile App Course - Academy Webflow Template