რატომ შეიძლება გვიჭირდეს მათემატიკისა და სხვა მსგავსი ტექნიკური საგნების სწავლა ადამიანებს?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე აბსტრაქციაა.
მაგალითად - როცა ადამიანები ვამბობთ ან წავიკითხავთ სიტყვა “ძაღლს” მაშინვე ვხვდებით რას ნიშნავს. ძაღლი ცხოველია რომელიც რეალურ, ფიზიკურ სამყაროში არსებობს - გვინახავს, შევხებივართ და უამრავი გზით შეგვიძლია აღვიქვათ მისი არსებობა. ანუ ჩვენს გონებაში შეგრძნებებსა და სიტყვას შორის ასოციაციების გაბმა არ გვიჭირს. ამიტომ “ძ ა ღ ლ ი” სიტყვაა რომლის უკან რა აზრიც დგას, იმის აღქმა და დამახსოვრება მარტივია.
იგივე შეიძლება ითქვას სხვა არსებებსა და ნივთებზეც - “მანქანა”, “სახლი”, “მგელი” და ა.შ.
ეს სიტყვები სინამდვილეში აბსტრაქციებია.
მათ უკან კონკრეტული იდეები და არა მხოლოდ იდები, არამედ ზღვა ინფორმაცია შეიძლება იმალებოდეს. ის ინფორმაცია რაც ამ არსებასა თუ ნივთზე შეიძლება ვიცოდეთ და შეგრძნებებით ვიმახსოვრებდეთ.
რადგან რეალურ/ფიზიკურ სამყაროში მათი შემჩნევა, აღქმა და მათთან ინტერაქცია შეგვიძლია, ჩვენი გონებისთვის ამ აბსტრაქციების შექმნა და დამახსოვრება მარტივია (თუმცა მარტივია არა იმიტომ რომ ზოგადად მარტივია ამ ყველაფრის გააზრება, არამედ იმიტომ რომ ადამიანის გონება ათასწლეულების განმავლობაში განვითარდა ისე რომ სამყაროსთან ინტერაქცია შესძლებოდა და ჩვენ უკვე განვითარებული ტვინის პროდუქტის და შედეგის სიმარტივეზე ვსაუბრობთ. თორემ თავად ეს სისტემა ძალიან კომპლექსური და დახვეწილი ინსტრუმენტია რომელიც ყველას გვაქვს).
🎓 მაგრამ როცა საქმე ეხება მათემატიკას, ან სხვა მსგავსი ტიპის საკითხებს, აქ უკვე იდეების სამყაროში გვიწევს გადასვლა.
მითუმეტეს თუ კონკრეტული იდეების რეალურ სამყაროში გატესტვა არ შეგვიძლია და მხოლოდ ფურცელზე შეიძლება რაღაც სიმბოლოებით ვცდილობდეთ მათ გამოსახვას, მითუმეტეს რომ ეს სიმბოლოები გამოგონილია და რეალურ სამყაროში მათი ანალოგი ფიზიკური რამეები არ არსებობს.
შესაბამისად გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება თუნდაც მათემატიკური ოპერაციებისა და შესაბამისი სიმბოლოების დასწავლას, მათ უკან არსებულ იდეების დეტალურ გააზრებას და საკმარისი თეორიული ინფორმაციის აბსტრაქციაში ჩაშენებას.
ფიზიკურ სამყროში არსებული ინფორმაცია ხილული თვალითაა შესამჩნევი და ჩვენ, ადამიანები, თვალით შესამჩნევი ან ხელით შესახები რამეების აღქმისთვის საჭირო გონებრივ იარაღებს ინსტიქტურ დონეზე ვიყენებთ. ამავე დროს მათემატიკური (+) სიმბოლოს ინსტინქტური აღქმის საშუალება არ გვაქვს და გაცილებით მეტი ენერგია და გონებრივი რესურსი უნდა დავხარჯოთ რომ ასეთმა აბსტრაქციებმა სწორი და საჭირო მნიშვმელობა შეიძინონ ჩვენთვის.
შესაბამისად ასეთი საგნების სწავლისას დაბნეულობა ძალიან ბუნებრივი რამ არის. ამიტომ ფიქრობს ზოგი ადამიანი რომ მას “მათემატიკური” ტვინი არ აქვს, რადგან ჰგონია რომ თუ ასეთი აბსტრაქციების აღქმა უჭირს, ესეიგი მის ტვინს არ აქვს ამის უნარი.
სინამდვილეში ამის პირდაპირ აღქმის უნარი არავის ტვინს აქვს. მათემატიკა მთლიანად გამოგონილი სიმბოლოებისა და აბსტრაქციების სამყაროა.
თუ რამე არ გესმის ან უცხო სიმბოლოების ერთობლიობა გაშინებს, ეს სავსებით ნორმალურია. რაც ინსტინქტურად არ გაქვს იმას ასე პირდაპირ ვერ გაიაზრებ თუ არ დაისწავლე. ინსტიმქტურქდ კი რაიმე მათემატიკური სიმბოლოს ცოდნა არავის
მოჰყვება დაბადებიდან. ყველა სწავლობს.
დასწავლა კი მეტ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ ის ვინც ფიქრობს რომ “მათემატიკური” ტვინი არ აქვს, უბრალოდ საკმარის დროს არ უთმობს ამ იდეებისა და აბსტრაქვიების გააზრებას, ცოტათი უფრო ადრე ნებდება ვიდრე ის ვინც ითვლება რომ “მათემატიკური” ტვინი აქვს. სინამდვილეში ასეთი და ისეთი ტვინი არ არსებობს. ყველა ჩვენგანის ტვინს აქვს აბსტრაქციის უნარი და თუ საკმარის ნებისყოფას მოიკრებ რომ საკმარისი ინფორმაცია აითვისო, აღმოაჩენ რომ ნებისმიერი მათემატიკური თუ სხვა იდეური აბსტრაქციები დასწავლადია.
მათემატიკაში გავარჯიშებული ტვინი კი უბრალოდ ასეთი აბსტრაქციების დასწავლაში და გამოყენებაში გავარჯიშებული ტვინია და რაც მეტს ივარჯიშებ, მით უფრო გაგიუმჯობესდება აბსტრაქციის იარაღების გამოყენების უნარები.
სხვათაშორის პროგრამირებაც მთლიანად აბსტრაქციების ხელსაწყოების გამოყენების ხელოვნებაა და ამიტომაც როცა პროგრამორებაში ვარჯიშობ, იგივე უნარები გივითარდება რაც მათემატიკაში ვარჯიშისას.
თუმცა პროგრამირებას ის უპირატესობა აქვს რომ კომპიუტერში, მყისიერი შედეგის დანახვა შეგიძლია. რაც ნიშნავს რომ შენს მიერ გამოყენებული აბსტრაქციების შედეგის დანახვა შეგიძლია. მართალია ნახევრად ვირტუალირ სამყაროში, მაგრამ რადგან შედეგს მაშინვე ხედავ, ეს ამარტივებს სწავლისა და გააზრების პროცესს მათემატიკის სწავლის სირთულესთან შედარებით.
შრომას კი ყოველთვის აქვს შედეგი.
ამიტომ დროა პროგრამირების სწავლაზე დაფიქრდე თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ თავდაჯერებულობა მოგემატოს და აღარ იფიქრო რომ “მათემატიკური” ტვინი არ გაქვს.
ჩვენს ვებ-გვერდზე, bitcamp.ge - ზე იპოვი პროგრამირების საფუძვლების კურსებს და
ძალიან მარტივად შეძლებ საწყისების დაუფლებას. მერე თუ მოგეწონება როგორც პროფესია და მეტად განვითარება მოგინდება, მაგაშიც დაგეხმარები.
სწავლა და ბრძოლა 🔥✊
ეს კურსები შექმნილია ონლაინ, ინტერაქტიული პლათფორმის გამოყენებით და მორგებულია სტუდენტების აუცილებელ საჭიროებებზე.
რთული მაგრამ დაძლევადი. Scratch, C, Python, HTML, CSS, Javascript.
ამ კურსით ისწავლი პროგრამირების საფუძვლებს JavaScript - ის გამოყენებით. დაიწყე სწავლა დღესვე!
დაეუფლე Front-End ვებ ტექნოლოგიების საფუძვლებს და ისწავლე ვებ გვერდების შექმნა. დაიწყე სწავლა დღესვე!
კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 8 ივლისამდე. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.
კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 29 ივლისამდე. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.
ყველაზე სრულყოფილი Full Stack პროგრამა. 1 წლიანი. 15+ საგანი. საუკეთესო პირობებით. სრულად შეისწავლე თანამედროვე ვებ დეველოპმენტის მიმართულებები.
კურსის შესახებ ინფორმაცია განახლდება 2024 წლის აგვისტოში. მანამდე გაეცანით სხვა კურსებს.
ერთადერთი სწორი მიდგომაა არ შეგაშინოს საკუთარმა უუნარობამ. არ გეგონოს რომ ვინმეზე ნაკლები ხარ. არ შეადარო საკუთარი პროგრესი სხვისას. შეედარე და შეეჯიბრე მხოლოდ საკუთარ გუშინდელ თავს და მცირედი პროგრესიც კი საკმარისი საწვავი აღმოჩნდება მომდევნო ბრძოლებისთვის. წვეთ-წვეთად დაგროვილი, ყოველდღიური პროგრესი 1 თვეში ჭიქას და 1 წელში ქვევრსაც კი აგივსებს. მოთმინება, დისციპლინა და შეუპოვრობა შენი საუკეთესო მეგობრები არიან ამ ბრძოლაში. 👇
პირველ რიგში მადლობა! ძალიან მაგარი ხარ რომ ბედავ. ბედავ აღიარო რომ პრობლემა გაქვს. ბედავ აღიარო რომ რაღაც ისე არ არის როგორც გეგონა. ეს ნამდვილად დასაფასებელია და მინდა იცოდე რომ შენს ამ გაბედულებას, მთელი გულით, ენერგიითა და გულრწფელობით ვუპასუხებ ამ სტატიაში.