სწავლის ხანგრძლივობა
რა დრო დამჭირდება BitCamp - ის პროგრამების გასავლელად?
ინდივიდუალური სასწავლო პროცესი დროის ჩარჩოს გარეშე
ჩვენი გამოცდილებით ადამიანები განსხვავებული ტემპით სწავლობენ და ჯგუფურად სწავლა ხშირად ხელს უშლით, უგდებთ მოტივაცის, ჰგონიათ რომ ჩამორჩებიან და სულ ნერვიულობენ.
ჩვენს სასწავლო სივრცეებში ეს პრობლემა სრულად გავაქრეთ.
სასწავლო პროგრამები შევადგინეთ კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ხანგრძლივობის გარეშე. ეს ნიშნავს რომ ყველა სტუდენტს შეუძლია ჰქონდეს ინდივიდუალური ტემპი. არ არის საჭირო ლექციებს დაესწროთ იმ ტემპით რა ტემპითაც ჩვენ ჩავატარებთ. ყველა ლექციის ჩანაწერი ინახება და მასზე წვდომა გაქვთ. ამიტომ თქვენ, თქვენი ტემპით მიიწევთ წინ.
რა ხდება მაშინ თუ ჩანაწერს ვუსმენ და რამე ვერ გავიგე? ამ შემთხვევაში მენტორთან შედიხართ ვიდეო ზარზე და მენტორი გიხსნით ყველაფერს რაც გჭირდებათ.
ამიტომ არ გიწევთ სალექციო კურსის გამო ფეხი აუჩქაროთ და უხარისხო განათლება მიიღოთ. შესაბამისად სწავლის საფასურსაც მხოლოდ იმდენი თვის განმავლობაში იხდით, რამდენი ხანიც დაგჭირდებათ ჩვენი სერვისებით სარგებლობა.
ის მოსაზრება რომ 3 ან 5 თვეში ისეთ მაგარ კურსს ჩაგიტარებთ ვინმე რო მილიონერები გახდებით - უნდა ხვდბოდეთ რომ მცდარია და სხვა სასწავლებლები უმეტესად ამ მარკეტინგული ხრიკით ატყუებენ სტუდენტებს, შემდეგ კი ეუბნებიან რომ შენ ვერ გაიარე კარგად კურსი, რა ჩვენი ბრალია თუ ვერ ისწავლეო.
ჩვენ ვთვლით რომ თუ შესაბამის გარემოს შეუქმნი სტუდენტს, არ ააჩქარებ და მისთვის კომფორტულ სასწავლო პროცესს შესთავაზებ, გაცილებით დიდი შანსი აქვს წარმატების. ამიტომაც შევიმუშავეთ ეს მეთოდი.
ვიცით რომ ამ მეთოდით მუშაობას არ ხართ მიჩვეულნი, მაგრამ ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და საბჭოთა/მოძვლებულ სასწავლო სისტემებს შორის, ჩვენ ვფიქრობთ სტუდენტებზე ინდივიდუალურად და არა იმაზე თუ როგორ ჩავატაროთ ლექცია მოვალეობის მოსახდელად.
ჩვენ გვწამს რომ საკმარისი დროისა და ენერგიის დათმობის შემთხვევაში ყველა მიზნის მიღწევას შეძლებთ.