HTML - ატრიბუტები - თავი 3
HTML ატრიბუტების შესწავლის დროც დადგა - მშვენიერი!
რა არის ატრიბუტი?
HTML ატრიბუტი გამოიყენება ელემენტში დამატებითი ინფორმაციის ჩასამატებლად. ატრიბუტები ყოველთვის გამხსნელი ტეგის ნაწილია.
საინტრესო ფაქტი
HTML - ში ყველაზე ხშირად class და id ატრიბუტებს იყენებენ. ვიცი რომ წარმოდგენა არ გაქვს რა საჭიროა ისინი, მაგრამ არ ინერვიულო, ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებ💡
id ატრიბუტი
id ატრიბუტი გამოიყენება ელემენტების უნიკალური იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად თუ გვაქვს რამდენიმე პარაგრაფ <p>
ელემენტი და გვსურს რომ მათ უნიკალურობა შევძინოთ, დავუმატებთ id ატრიბუტს და ჩავწერთ რაიმე ისეთ ინფორმაციას რომელიც უნიკალური იქნება და სხვა ელემენტის id ატრიბუტში არ გამოვიყენებთ.
მაგალითად:
<p id="pirveli-paragafi"> პირველი პარაგრაფის ტექსტი </p>
<p id="meore-paragafi"> მეორე პარაგრაფის ტექსტი </p>
<p id="bitcampis-paragrafi"> BitCamp - ის პარაგრაფის ტექსტი </p>
src ატრიბუტი
src
არის სიტყვა source - ის შემოკლებული ჩანაწერი და ეს ატრიბუტი გამოიყენება ისეთ ტეგებში რომლითაც მედია ინფორმაციას ვამატებ ვებ-გვერდის დოკუმენტის სტრუქტურაში. მაგალითად სურათი ან ვიდეო. <img>
ტეგში src - ს გამოყენება ყველაზე გავრცელებული მაგალითია:
<img src="myimage.jpg" alt="A description of the image">
href ატრიბუტი
აქამდე ვახსენეთ <a>
ტეგი რომელიც გამოიყენება ბმულის შესაბამისი ელემენტის შესაქმნელად. href ატრიბუტი სწორედ ამ ტეგში გამოიყენება ყველაზე ხშირად. href იშიფრება როგორც "Hypertext REFerence" და აღნიშნავს მიმთითებელს/მისამართ სხვა HTML დოკუმენტზე.
მაგალითი:
<a href="https://www.bitcamp.ge">სწავლა და ბრძოლა</a>
მშვენიერი! ეს თავიც დაასრულე და ახლა უკვე იცი რა დანიშნულება აქვს და როგორ უნდა გამოიყენო HTML ატრიბუტები 🥳
დავამატებ რომ აქამდე განვიხილეთ ისეთი ატრიბუტები რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული HTML - ის სტადნარტში და მათ სპეციფიური დანიშნულება აქვთ, თუმცა აღსანიშნავია რომ HTML ელემენტებს შეგვიძლია ჩვენით მოვუფიქროთ ნებისმიერი დასახელების მქონე ატრიბუტი და ჩავუმატოთ. ამაში არავინ გვზღუდავს. ამ ეტაპზე შეიძლება ძნელია წარმოიდგინო თუ რაში შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენი ატრიბუტების გამოყენება მაგრამ მომდევნო თავებში ყველაფერს აგიხსნი. ახლა კი ამ თავის დავალებებს ჩაუჯექი!
დავალებები
- შექმენი ახალი HTML ფაილი და გამოიყენე ამ თავში განხილული ყველა ატრიბუტი.
- src ატრიბუტის გამოყენებით დაამატე სურათი შენს ვებ-გვერდზე.
- href ატრიბუტის გამოყენებით დაამატე ბმული შენს ვებ-გვერდზე. ისე რომ ბმულზე დაკლიკების შემთხვევაში BitCamp - ის საიტი გაიხსნას - https://www.bitcamp.ge